spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“სანდრო ურუშაძის პრემია” ხობელ ბუნების დამცველს სანდრო ნარსიას გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნაადრევად გარდაცვლილი მეტყევის “სანდრო ურუშაძის პრემია 2021” ხობელ ბუნების დამცველს სანდრო ნარსიას გადასცა. 

 

ჯილდო სატყეო სექტორის აქტივობებში მონაწილეობისთვის საქართველოს მასშტაბით სულ სამმა სტუდენტმა მიიღო. 

 

სანდრო ნარსია ბზის გადარჩენაზე ბავშვობიდან ზრუნავს. ის ხობის სოფელ ხეთაში ცხოვრობს. კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, ის მცენარის თესლებს წლებია, აგროვებს. სანდრო აგრარული უნივერსიტეტის, აგრო სკოლის სატყეო საქმის მეოთხე კურსის სტუდენტია. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხობელი სტუდენტი ჩართულია საინფორმაციო კამპანიებში, რისთვისაც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს. 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის სანდრო ურუშაძის სახელობის პრემია 2019 წელს დაფუძნდა, პანდემიის გამო კი წელს მეორედ ჩატარდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები