გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს.
მკვლელობას წინ სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სამართალდამცველები მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ.