spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანზონაში მოკლული მოზარდის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

როგორც პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

 

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 6 იანვარს ჩაინიშნა.

 

15 წლის მოზარდი 4 დეკემბერს, ლიახვის ქუჩაზე მოკლეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

 

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 არასრულწლოვანი – 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, თბილისში დააკავა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები