spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპარლამენტო დელეგაცია რომში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 25-26 ნოემბერს ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომები, ევროპის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, იტალიის რესპუბლიკის მასპინძლობით, რომში გაიმართება.

 

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ იტალიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი რობერტო ფიკო და სენატის პრეზიდენტი მარია ელიზაბეტა ალბერტი კასტელატი.

 

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ლუიჯი დი მაიო იტალიის თავმჯდომარეობის დროს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრებს.

 

ასამბლეა ასევე განიხილავს და მიიღებს კომიტეტების მიერ მომზადებულ რამდენიმე ანგარიშსა და რეზოლუციას.

 

დეპუტატები იტალიაში ვიზიტს 27 ნოემბერს დაასრულებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები