საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი.
საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“, პოლიტიკური ჯგუფების – „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“, „მოქალაქეების“, „გირჩის“, „რეფორმების ჯგუფის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.