spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპატრიარქო – 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება

საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს მეუფე შიო ქაშვეთის ტაძარში პარაკლისს აღასრულებს, შემდეგ კი საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება.

 

“ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს, 

 

ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!

 

2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.  

 

ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. 

 

მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად! 

 

უფალმა დაგლოცოთ!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები