საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულება.
“დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება. ინფორმაციის გასაცნობად უცვლელად გთავაზობთ შეტყობინების შინაარსს: გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.
გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.