spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპატრიარქო – დღეს და ხვალ სამებაში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დღეს და ხვალ, სამების ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენლების შესვლა შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეზღუდული იქნება.

 

“გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

გუშინ სამებაში, რუსი წმინდანის მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ლურჯი საღებავი შეასხეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები