spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპატრიარქო – ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ

გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, – მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახან დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიარქოს განცხადებით, ეს არა მარტო ტაძრის, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფაა.

“გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, – მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახან დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების შესახებ, რაც დაუშვებელია.

შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ  მცხეთის ჯვრის მონასტრის კედლები განზრახ დააზიანა და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში  თავადვე გაავრცელა. მონასტრის კედლები მან ბასრი საგნით დაკაწრა, კონკრეტული წარწერები გააკეთა და შემდეგ კედლებს ფეხები ურტყა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები