spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპატრიარქო – მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, იმ შემთხვევაში, თუ აქცია პოლიტიკურ ან დესტრუქციულ ხასიათს შეიძენს, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა

საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტთან აქცია პოლიტიკურ ან დესტრუქციულ ხასიათს შეიძენს, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

 

“ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია, შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.

 

სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, „ალტ ინფოს“ ორგანიზებით, აქცია იმართება. აქციის მონაწილეები წმინდა მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას აპროტესტებენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები