spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპატრიარქო – ნებისმიერი ჩვენი სასულიერო პირის ანტისემიტური გამონათქვამები საქართველოს ეკლესიისთვის ცალსახად მიუღებელია

ნებისმიერი ჩვენი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და მათ შორის, ანტისემიტური გამონათქვამები საქართველოს ეკლესიისთვის ცალსახად მიუღებელია, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

 

“სოციალურ ქსელში ვრცელდება  დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგების ფრაგმენტი, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

შევნიშნავთ, რომ ქადაგება არასრული სახითაა გავრცელებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი ნაწილი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი სცილდება ზოგადქრისტიანულ სწავლებას და ამასთან,  შეიცავს ანტისემიტურ განწყობას.

 

ადრეც გვითქვამს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი სასულიერო  პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და მათ შორის, ანტისემიტური გამონათქვამები საქართველოს ეკლესიისთვის ცალსახად მიუღებელია.

 

ვწუხვართ აღნიშნულის გამო, თუმცა გვინდა განვაცხადოთ, რომ ცალკეული ასეთი ფაქტი ჩრდილს  ვერ მიაყენებს ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან გამორჩეულ ურთიერთობასა და მეგობრობას”, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები