კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვა, – ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.
საპატრიარქოს ცნობით, სამაშველო სამსახურები, ხელისუფლება და მოხალისეები დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ.
“დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც.
ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები… ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ.
ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.
P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ “ავერსს“ თანადგომისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.