spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპატრიარქო – პატრიარქის მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა არის არასწორი და ლოცვის არსის დამახინჯება

პატრიარქის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განმარტებაშია აღნიშნული.

 

როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, აღნიშნული მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა არის არასწორი და ლოცვის არსის დამახინჯება.

 

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განმარტებაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები