საქართველოს საპატრიარქოში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სინოდის სხდომა დღეს რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.