spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპენსიო სააგენტოს აუდიტს “ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC) განახორცილებს

საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტს “ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო) განახორციელებს.  

 

დამოუკიდებელი აუდიტორი დღეს საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს.

 

კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებების გახსნის შემდეგ კომისიამ არჩევანი აღნიშნულ კომპანიაზე  შეაჩერა. 

 

კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებდა:„დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ (“Ernst & Young Global Limited”), “ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო). როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG-მ განახორციელა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები