spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპენსიო ზედა ზღვარი შემცირდა

საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდა. სესხი 36 პროცენტის ნაცვლად, 26 პროცენტში გაიცემა.

 

“საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, დღეიდან, 3 იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად მცირდება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს “ლიბერთი ბანკს“ შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. 

 

ჩვენი ძალისხმევის შედეგად, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრება ფიქსირებული 26%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ ვეღარ შეძლებს კაბალურ 43%-სა და 36%-ში სესხის გაცემას. 

 

საპენსიო სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება”, – აღნიშნულია პარტია “მოქალაქეების” განცხადებაში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები