spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საფრანგეთი იმ ქვეყნების შტაბების უფროსების შეკრებას გეგმავს, რომლებიც მზად არიან უკრაინაში კონტინგენტი გაგზავნონ

საფრანგეთმა დაგეგმა იმ ქვეყნების შტაბების უფროსების შეხვედრა, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინის დახმარება. ის მომავალ კვირას გაიმართება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა სავარაუდოდ, მოითხოვს ქვეყანაში ევროპელი ჯარისკაცების განლაგებას, რომლებიც “არ წავლენ ფრონტის ხაზზე საბრძოლველად, არამედ, პირიქით, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დარჩებიან, რათა უზრუნველყოს მისი სრული შესრულება“.

მისი თქმით, მომავალ კვირას პარიზში შეიკრიბებიან “იმ ქვეყნების შტაბების უფროსები, რომლებსაც სურთ ამ კუთხით პასუხისმგებლობის აღება“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები