spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საფრანგეთი ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე 1/2 ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მაროკო ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

 

ანგარიში შეხვედრის დასაწყისში ტეო ერნანდესმა გახსნა, ფრანგებმა სწრაფი გოლით დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მაროკო მთელი მატჩის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გოლის გატანას, მათ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, თუმცა იღბალი ევროპელთა მხარეს აღმოჩნდა. რაც შეეხება მეორე გოლს, მატჩის 79-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა რონდალ კოლო მუანიმ კილიან მბაპეს გადაცემით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

 

საფრანგეთი ფინალში არგენტინას დაუპირისპირდება, მაროკო კი მესამე ადგილისთვის ხორვატიას შეხვდება.

 

ბრინჯაოს მედლისთვის თამაში 17 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

18 დეკემბერს კი მუნდიალის ფინალი ანალოგიურ დროს 19:00 საათზე აიღებს სტარტს. 

 

ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი, ამას ყველა ერთად სულ მალე გავიგებთ.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები