spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საფრანგეთის ელჩი – ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო და ბათილი

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა რუსეთისთვის, არის უკანონო და ბათილი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი სოციალურ ქსელში წერს.

 

“საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა რუსეთისთვის, არის უკანონო და ბათილი“, – წერს შერაზ გასრი.

 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება 27 დეკემბერს დაამტკიცა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები