საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
“ამ განსაკუთრებით ტრაგიკულ და მტკივნეულ წუთებში, საფრანგეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში, სოფელ საბერიოში ტრაგიკული ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.