spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საფრანგეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატამ) 1932-1933 წლებში ჰოლოდომორის უკრაინელების გენოციდად აღიარებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ “ტვიტერზე” უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წერს.

 

“საფრანგეთის სენატმა ახლახან აღიარა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად. მადლობელი ვარ ფრანგი სენატორების ამ ისტორიული კენჭისყრისთვის, რომელიც აღადგენს სამართლიანობას და პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას”, – წერს კულება.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი დანაშაულები არასოდეს უნდა განმეორდეს და არ უნდა დაგვავიწყდეს.

 

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (ეროვნულმა ასამბლეამ) ჰოლოდომორი უკრაინის ხალხის გენოციდად 28 მარტს აღიარა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები