spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საფრანგეთსა და ამერიკაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა – საფრანგეთში იანვრიდან დღეში 250 ათას შემთხვევას ვარაუდობენ

აშშ-სა და საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან, შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ომიკრონის გავრცელებას უკავშირდება. 

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, ქვეყანაში ორშაბათს კოვიდის 440 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, CDC-ს წარმომადგენლის განმარტებით, მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, შობის პერიოდს უკავშირდებოდეს, რადგან ბევრი ლაბორატორია იყო დაკეტილი და იმედი აქვთ, რომ ახალი წლის შემდეგ მაჩვენებელი ბევრად სტაბილური იქნება. 

 

საფრანგეთში კი, ევროპის მასშტაბით, ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა – სამშაბათის მონაცემებით, დადებითი ტესტების რაოდენობამ 179807 შეადგინა.ჯანდაცვის მინისტრის ოლივიერ ვერანის განცხადებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იანვრის დასაწყისში საფრანგეთში, დღიურმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, 250 000-ს მიაღწიოს. 

 

სამშაბათს რეკორდულად მაღალი ინფიცირება დაფიქსირდა საბერძნეთში, პორტუგალიასა და ინგლისში. ომიკრონის შემთხვევები, გასულ კვირაში, ევროპაში 57%-ით გაიზარდა, ამერიკის რეგიონში – 30%-ით. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები