spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საფრანგეთში რუანის ტაძარი იწვის

საფრანგეთში, ქალაქ რუანში უძველესი გოთიკური ტაძარი იწვის. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ტაძრის შპილსაც მოედო.

 

თვითმხილველების ცნობით, ტაძარს შავი კვამლი თითქმის მთლიანად ფარავს.

 

რუანის ტაძარს რესტავრაცია უტარდება.

 

ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ხანძარი რესტავრაციის დროს “არასათანადო მოპყრობამ“ გამოიწვია.

 

ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. მათ ტაძრის მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტილი აქვთ.

 

რუანის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის ეროვნული საგანძურის ნუსხაშია შეყვანილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები