საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა.
მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება თავის არეში, ასევე მის წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეი.
აქციის მონაწილეები ცდილობენ, სპეციალური მედიკამენტების საშუალებით დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულს.
პარლამენტის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და სამართალდამცველები არიან განლაგებული, მათ თითქმის სრულად აქვთ ჩაკეტილი ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩები. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
სამართალდამცველებმა გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. პარალელურად ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.