spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

პროკურატურა მას მაშველებისთვის ქვის სროლას და  პარლამენტის წინ არსებული ჯებირის განზრახ დაზიანებას ედავებოდა.

პროკურატურამ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმებაზე უარი განუცხადა.

ფრიდონ ბუბუტეიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” საპროტესტო აქციებზე 2024 წლის 9 მაისს დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები