spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ახალი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე იმსჯელეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრებმა ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიმართეს პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

კომიტეტმა შეისწავლა წარმოდგენილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად  და დაადგინა, რომ ის სრულად შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.

 

პოლიტიკურ ჯგუფში, რომლის სახელწოდებაა  „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ 2 დეპუტატი – ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა გაწევრიანდა.

 

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაცია, რასაც კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები