spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დასკვნას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით,  საქართველოს კონსტიტუციისა და პარლმენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება თუ იგი  მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო  სხდომების ნახევარზე მეტს.

 

2023 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ჩატარებული 32 სხდომიდან დავით სერგეენკო არ დაესწრო 25 სხდომას,  აქედან გამომდინარე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, დავით სერგეენკოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს.

 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები