spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახა კუჭავას ადგილმონაცვლის, გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კომიტეტში წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 63-ე ნომერი კანდიდატისთვის, გიორგი ცაგარეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მინიჭება. 

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა  კომიტეტის დადებით დასკვნას აღნიშნულთან დაკავშირებით. საკითხი შემდგომი პროცედურისთვის  პარლამენტის ბიუროს გადაეცემა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები