spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნატო და როსტომ ჩხეიძეების პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის – “თავისუფლება“ შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა. 

 

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის მოთხოვნით  დოკუმენტაცია წარედგინა, რაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და კომიტეტს საფუძველი აქვს მხარი დაუჭიროს პოლიტიკური ჯგუფის შექმნას.

 

პოლიტიკური ჯგუფის შექმნის განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ მიმართეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები