spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების“ რეგისტრაციას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

 

სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, საკითხი კომიტეტის აპარატმა შეისწავლა და წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, ამის გათვალისწინებით, კომიტეტი თანახმაა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი დარეგისტრირდეს.

 

“ჩვენ შევიტანეთ ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში ოპოზიციური კოლეგების ინიცირების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ბლოკის სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებსაც შეეძლებოდათ პოლიტიკური ჯგუფის შექმნა საქართველოს პარლამენტში, ანუ ოპოზიციას აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ გამოიყენოს ის ბერკეტები რაც ზოგადად ოპოზიციამ უნდა გამოიყენეს სამართლებრივ დემოკრატიულ ქვეყანაში. აპარატმა შეისწავლა ეს საკითხი და არის დოკუმენტაცია შესაბამისობაში კანონმდებლობასთან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომიტეტის დასკვნა  პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების“ რეგისტრაციის შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“  საბოლოო – მესამე მოსმენით და მხარი დაუჭირა.

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით ახლებურად განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები