spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შემოწმების შედეგად დადგინდა პარლამენტის 81 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით და  პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას (რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უნდა შეადგენდეს).კომიტეტის წევრებმა შესაბამის დასკვნას მხარი დაუჭირეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები