spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა  საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის  ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შესულია ყველა საჭირო საბუთი, რომლის თანახმადაც კომიტეტი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს დასკვნას ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.

 

კომიტეტის დასკვნა პლენარულ სხდომას გადაეცემა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები