spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რეგლამენტში შეტანილი ცვლილების შედეგად პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბების საშუალება პოლიტიკური სუბიექტებისა და დეპუტატების  ფართო წრეს მიეცა.

 

მისივე თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, წესდება და  ჯგუფის შემადგენლობა  შესაბამისობაშია პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებთან. პოლიტიკურ ჯგუფში რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე შედიან.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები