spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს იმსჯელა პარლამენტის გამოკლებული წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის  ადგილმონაცვლის ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე.

 

საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტის თავმჯდომარის  ირაკლი ქადაგიშვილის  განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსულია შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ნაცვლად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პარტიული სიის მომდევნო წევრის ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა.

 

კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები