საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრის, ნინო ლაცაბიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა.
ნინო ლაცაბიძის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე არჩევის გამო, რაც შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა პარლამენტს, მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.