spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქეებს და მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს,  პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.  სასამართლოს ეზოში არც მოქალაქეებს და არც მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.   

 

სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები იკრიბებიან. მათი განცხადებით, ხელისუფლებას ამ მოქმედებისაკენ შიში უბიძგებს. 

 

“ფაქტია ეშინიათ, სასამართლოს ეზოში არ გვიშვებენ, 8 თუ 9 წელია სასამართლოს კარზე გვატარებენ და მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა, წყლის ჭავლის მანქანა ყავთ მობილიზებული,  ვერტალიოტებს დააფრენენ. ორი თვის განმავლობაში მალავდნენ ფაქტობრივად პრეზიდენტ სააკაშვილის, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და დასავლეთის ზეწოლის შედეგად იძულებული გახდნენ მოეყვანათ სასამართლოში”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა. 

 

7 ნოემბრის საქმეზე პროცესი 11:00 საათზე იწყება. სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა უკვე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სხდომას დაესწრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები