თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა თავად მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დაესწრება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განმარტებით, ბრალდებას არც ამ საქმეზე აქვს მტკიცებულებები, მსგავსად პიჯაკების საქმისა.
“7 ნოემბრის საქმეზე გაიმარტება მომდევნო სასამართლო სდომა, რეალურად ეს არის პოლიტიკური მოტივაციით წარმოებული საქმე, ვინაიდან არანაირი ამტკიცებულება არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მან, როგორც პრეზიდენტმა, აიღო პასუხისმგებლობა და 7 ნოემბრის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა, დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ამ საქმეზე მისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარდგენა ემსახურება იმას, რომ მას არ ქონდეს პოლიტიკური საქმიანობის უფლება”, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება.