spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საქალაქო სასამართლოში გოგი წულაიას პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლო გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, დაცვის მხარე კი წულაიას გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს. 

პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ბრალის დამძიმება იმის მანიშნებელია, რომ ნაქირავებ ბინაში ინციდენტი ინსცენირებული იყო. მოსამართლემ პროცესი დახურა იმ არგუმენტით, რომ შესაძლოა საქმე სქესობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რასაც გოგი წულაის პროტესტი მოჰყვა. წულაია აცხადებს, რომ დასამალი საქმეში არაფერია.

"გავეცანი იმ მტკიცებულებას, რაც გადმომცა ბრალდების მხარემ. შეიძლება ძალიან თამამად და ღიად ვთქვა, რომ ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვს გოგი წულაიას, ეს მტკიცებულებები ამის საუძველს არ იძლევა. წარმოდგენილი არ არის არც ერთი დასკვნა, მათ შორის საექსპერტო ის დასკვნა, რომელიც სხეულის დაზიანებებზე მიანიშნებდა. ამიტომ, ბრალდება არის წინასწარ წარდგენილი მტკიცებულების გარეშე, რაც დამახასიათებელი იყო საბჭოთა პერიოდისთვის, ოღონდ ადრეული პერიოდისთვის. 

რადგან პროკურატურა პატიმრობის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით გამოდის, ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლოში ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ის ყოველთვის აკმაყოფილებს", – განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა. 

პროკურორის თქმით, ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ძალადობის ფაქტობრივი გარემოებები. 

"საქმეში დევს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება. ამოღებული ვიდეო მასალა არ ასახავს უშუალოდ მომხდარ ფაქტს, მაგრამ ასახავს იმ რეალობას, რაც განვითარდა მას შემდეგ, რაც ბატონმა წულაიამ განახორციელა სავარაუდოდ, 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შემთხვევის დროს მიიღო ალკოჰოლური სასმელი", – აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

გოგი წულაიას საქმეზე სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. შსს პოლიტიკოსს ქალზე ძალადობას ედავება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები