spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

 

სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა ლევან მეტრეველის აცილება მოითხოვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე ამერიკელი ექსპერტების ჩვენებებს თარგმნიდა. 

 

პენიტენციურის მტკიცებით, მეტრეველის საჯარო განცხადებები და წინა სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები მიკერძოებულია.

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მეტრეველი ექიმია და ოფიციალურად აქვს უფლება მოპოვებული, შეასრულოს თარჯიმნის ფუნქცია.  

 

გარდა ამისა, ხაჭაპურიძის თქმით, მეტრეველს სამედიცინო განათლება აშშ-ში აქვს მიღებული და კარგად იცნობს სპეციფიურ ტერმინოლოგიას, არ წარმოადგენს მხარეს და გაფრთხილებულია არასწორი, ან ცრუ თარგმანის შემთხვევაში, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება. 

 

მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა მეტრეველს მოუწოდა, საჯარო სივრცეში თავი შეიკავოს განცხადებებისგან სასამართლო პროცესების დასრულებამდე, რაზეც მეტრეველმა მოსამართლეს უპასუხა, რომ ამ პირობას ვერ მისცემს და საჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას არ აპირებს, საპასუხოდ მოსამართლემ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მოუწევთ მასთან დამშვიდობება.

 

საბოლოოდ, მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ლევან მეტრეველი დღევანდელ სასამართლოზე მონაწილეობას მიიღებს, თუმცა არევაძემ არ გამორიცხა, მომდევნო სხდომაზე ისევ მიუბრუნდეს ამ საკითხს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები