დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია და რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაცია აუცილებელია.
გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს და ხვალ დამატებით „ფაიზერის“ 168 000 დოზა შემოვა.
“ხვალ „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.