საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, დაღესტანთან მოხდა.
მიწისძვრის სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.