spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველო-თურქეთის შეხვედრა 1:3 დასრულდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო, რომელმაც მძიმე ბრძოლაში, 3:1 გაიმარჯვა.

 

პირველი გოლი თურქეთის ნაკრებმა 25-ე წუთზე გაიტანა.

 

ორიოდე წუთში თურქებმა მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ არგენტინელმა მსაჯმა გოლი გააუქმა.

 

32-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე. ქოჩორაშვილის ჩაწოდების შემდეგ ანგარიში მიქაუტაძემ გაათანაბრა.

 

მეორე გოლი თურქეთმა 65-ე წუთზე გაიტანა, მესამე კი ბოლო წუთებზე.

 

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, 26 ივნისს კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები