spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი, არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა, თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხს და სერიოზულ დაძაბულობას”

საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი; არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხს და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში, – ამის შესახებ უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერმა ნურიდინ ისმოილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მიმართულებით განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე მეტყველებს.

მისივე თქმით, საქართველო გახდა დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების მოდელი.

“ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატაში. გულთბილად მაგონდება 2018 წელს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოში თქვენი პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით. დიდი სიამოვნებაა, ამჟამად გიმასპინძლოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში.

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულითადად მოგილოცოთ ქვეყნის მთავრობის მეთაურად ხელახლა დანიშვნა და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, მოხარულები ვართ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ბატონი შალვა პაპუაშვილი იქნა არჩეული. გთხოვთ, გადასცეთ ჩემს კოლეგას ჩვენი გულთბილი მილოცვა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მიმართულებით განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე მეტყველებს, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე. მაღალ ნიშნულზეა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და პარლამენტთაშორისი დიალოგი. საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი; არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხსა და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში”, – განაცხადა უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები