spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველომ უკრაინიდან ელჩი გელა დუმბაძე გამოიწვია

თბილისი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე გამოიწვია. ამის შესახებ  დუმბაძეს პრეზიდენტის ბრძანებით დღეს დილით ეცნობა.

 

ელჩის გამოწვევის მიზეზი უცნობია. ამასთან, ცნობილია, რომ დუმბაძესთან ერთად რამდენიმე დიპლომატის ჩანაცვლება იგეგმება.

 

როგორც Front News-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გადაწყვეტილება ელჩთან კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული და მას ის სფერო ჩაბარდება, რომელშიც გამოცდილება აქვს. 

 

გელა დუმბაძის შემცვლელად ორი კანდიდატურა – საქართველოს ყოფილი ელჩი გრიგოლ ქათამაძე და თეიმურაზ შარაშენიძე განიხილება, რომელიც ადრე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა.

 

გელა დუმბაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში 2017 წლის 15 ივნისიდან იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები