“საქართველოს ბანკი” უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ბიზნესებისთვის საგანმანათლებლო პროექტების შექმნასა და განვითარებას.
ახლახან პლატფორმა Businesscourse.ge-ს საჯარო გამოსვლის უნარების კურსი დაემატა, რომელსაც რუსუდან კვაჭანტირაძე უძღვება.
საჯარო გამოსვლის უნარების კურსის გავლის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პრეზენტაციის უნარები გაიუმჯობესონ და აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია დაამყარონ.
კურსი რამდენიმე ვიდეოლექციისგან შედგება და ფარავს შემდეგ საკითხებს:
წარმატებული პრეზენტაციის კრიტერიუმები
საჯარო გამოსვლისთვის მომზადება
პრეზენტატორის ვიზუალური მხარე
პრეზენტატორის ხმა
პრეზენტაციის შინაარსი
აუდიტორიასთან კომუნიკაცია
დარწმუნების ტექნიკები
კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა
აუდიტორიის შიში და დაძლევის მეთოდები
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაზე Businesscourse.ge ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი უფასო კურსი მარკეტინგის, ფინანსების, სოციალური მედიის მენეჯმენტის, კომუნიკაციების და ბიზნესისთვის რელევანტურ სხვა საკითხებზე. კურსები ვიდეოგაკვეთილების ფორმატშია განთავსებული, შესაბამისად, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან გაიაროს სასურველი კურსი.
საჯარო გამოსვლების კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
(R)