spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“საქართველოს ბანკის” ბიზნესმენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათები 100-მდე ბიზნესმა შექმნა

“საქართველოს ბანკი” ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ახლახან ბანკმა ციფრული სასაჩუქრე ბარათი შექმნა, რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, განავითაროს საკუთარი საქმიანობა და გაზარდოს გაყიდვები. აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათს ბიზნესები დამოუკიდებლად, საქართველოს ბანკის ბიზნესმენეჯერში ქმნიან და მომხმარებელს წინასწარ დარიცხული, კონკრეტული მოცულობის თანხით სერვისის ან პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას აძლევენ. ციფრული სასაჩუქრე ბარათები უკვე შექმნა 100-მდე ბიზნესმა, რომელთა შორის არიან სავაჭრო, სპორტული, გასართობი და სხვა ტიპის ობიექტები.

 

ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა მომხმარებელს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან შეუძლია. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, საქართველოს ბანკის 1.4 მილიონ მომხმარებელს მიაწვდინოს ინფორმაცია საკუთარი პროდუქტის თუ სერვისის შესახებ.

 

ციფრულ სასაჩუქრე ბარათს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

 

მისი შეძენა ნებისმიერ დროს, ციფრულადაა შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება. ბარათში გადახდილი თანხა კი ბიზნესს დაუყოვნებლივ ერიცხება;

 

ბიზნესებს, სურვილისამებრ, შეუძლიათ შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათი საქართველოს ბანკის ბიზნესმენეჯერიდან, სრულად ონლაინ, სულ რამდენიმე წუთში და განსაზღვრონ:  თანხის ლიმიტი, გამოყენების ვადა და ბარათის დიზაინი;

 

კომპანიებს ბიზნესმენეჯერში წვდომა აქვთ გაყიდული სასაჩუქრე ბარათების ანალიტიკაზე, შესაბამისად, შეუძლიათ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;

 

სასაჩუქრე ბარათები ბიზნესებს ეხმარება ცნობადობის ამაღლებაში, გაყიდვების ზრდასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენაში.

 

აღსანიშნავია, რომ მობილბანკში ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის სასაჩუქრე ბარათები, მათი შეძენა და გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის. ბარათის გასააქტიურებლად მხოლოდ ტელეფონის ნომერია საჭირო.

 

“საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, მუდმივად ქმნის ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს მცირე, საშუალო თუ დიდი კომპანიების ზრდისა და განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის ასზე მეტმა ბიზნესმომხმარებელმა უკვე გამოიყენა ახალი შესაძლებლობა და შექმნა სასაჩუქრე ბარათები, შედეგად კი მიწვდა ახალ მომხმარებლებს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“  – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ინფორმაციისთვის, ბიზნესებს ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა საქართველოს ბანკის ბიზნესმენეჯერის მეშვეობით შეუძლიათ. ბიზნესმენეჯერში შესვლა კი შესაძლებელია იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც ბიზნესმობილბანკს და ბიზნესინტერნეტბანკში გამოიყენება.

 

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს.

 

მათ კი, ვისაც ჯერ არ აქვს ტერმინალი, შეუძლია საქართველოს ბანკის პირველი ტერმინალი  მარტივად, ონლაინ მოითხოვოს.

 

თუ ჯერ კიდევ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

 

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები