spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, GITA – მ მეწარმე ქალებისთვის და მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის კვირეული გამართა

“საქართველოს ბანკისთვის” ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი ასევე აქტიურ რეჟიმში უჭერს თანამედროვე პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას მხარს. ამჯერად, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, UNDP – ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, GITA-მ მეწარმე ქალებისა და 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის კვირეული გამართა.

ხელოვნური ინტელექტის კვირეულის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ლექციებს და მიეღოთ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების გზების შესახებ, გაეგოთ თუ როგორ შეიძლება AI ხელსაწყოების ბიზნესსაქმიანობასა და სწავლაში გამოყენება და ემუშავათ რეალური ბიზნესამოცანების AI-ის საშუალებით გადაწყვეტაზე.

“საქართველოს ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. კვირეულის მონაწილეებმა  ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების, AI ხელსაწყოების გამოყენების მარკეტინგის, პროექტების მართვის, ფინანსური და ოპერაციების ანალიტიკისა და დაგეგმვის მიმართულებით მიიღეს ცოდნა.  ღონისძიების მიზანი მეწარმე ქალების და მოსწავლეების გაძლიერება იყო, მათი ტექნოლოგიების სფეროში ჩართვა, რაც შედეგად მათ ბიზნესსაქმიანობის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს. ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერას და განხორციელებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები