spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, ვორქშოპი – “შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართება

“საქართველოს ბანკი” განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, გაიმართება ვორქშოპი — შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები.

შეხვედრა განკუთვნილია საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მეწარმეებისთვის, იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნესებისთვის, სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიებისთვის — მათთვის, ვისთვისაც ტვირთის მიმოცვლის დროის შემცირება და ამ პროცესში შეღავათების მიღება მნიშვნელოვანია.

შეხვედრა გაიმართება 10 აპრილს, 17:00 – 18:30 საათზე, საქართველოს ბანკის სივრცეში ბიზნესისთვის — 4B (ა. ყაზბეგის გამზ. №15.)

ვორქშოპს გაუძღვებიან Maersk-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ირაკლი დანელია და Hegelmann Multimodal Georgia კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, სალომე დანელია.

ვორქშოპზე განხილული იქნება:

შუა კორიდორის შესაძლებლობები ქართული ბაზრისთვის;

რა გავლენა აქვს გლობალური მიწოდების ჯაჭვის ცვლილებებს შუა კორიდორის განვითარებაზე;

რა შესაძლებლობები ვლინდება საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიებისთვის;

გლობალური მიწოდების ჯაჭვის ტრანსფორმაცია – კონტეინერიზაცია და სხვა საკითხები.

შეხვედრის შესახებ მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

აღსანიშნავია, რომ ვორქშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის – იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები