“საქართველოს ბანკის” მობილბანკი განახლდა. აპლიკაცია, რომელიც 1.6 მილიონ მომხმარებელს ყოველდღიური ფინანსური თუ სხვა სახის საჭიროებების დისტანციურად, მარტივად მოგვარებაში ეხმარება, უკვე 8.0 ვერსიის სახითაა ხელმისაწვდომი. მისი შესაძლებლობები კი კიდევ უფრო გაიზარდა – მოხდა რედიზაინი, გაუმჯობესდა არსებული პროდუქტები და დაემატა არაერთი სრულიად ახალი პროდუქტი.
საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალ (8.0) ვერსიაში დაგხვდებათ:
სხვა ბანკის მონაცემებით რეგისტრაციის ფუნქციონალი;
უძრავი ქონების დაზღვევა;
ციფრული PLUS ბარათები;
ამექს ბარათის აღდგენის ფუნქციონალი;
ინვესტიციების განახლებული მოდული;
საგადასახადო დავალიანების ფუნქციონალი;
დამატებით 3 ენის (აზერბაიჯანული, სომხური და თურქული) არჩევის შესაძლებლობა;
ამას გარდა, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება მთავარ გვერდს შეეხო. მომხმარებელს უკვე შესაძლებლობა აქვს, მთავარ გვერდზე გამოიტანოს სასურველი ფუნქციონალები და პროდუქტები. ამასთან, კიდევ უფრო ინტუიციური და მოსახერხებელი გახდა გადახდების და შეთავაზებების გვერდებზე სხვადასხვა ტრანზაქციის თუ ოპერაციის შესრულება.
“ციფრულ არხებში თითოეულ ფუნქციონალს და პროდუქტს ჩვენ მომხმარებლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით ქმნით ან ვაახლებთ. შედეგად კი უკვე გვაქვს ინოვაციური, სწრაფი, მრავალფეროვანი ფუნქციონალების მქონე მობილბანკი, რომელმაც მსოფლიოში საუკეთესო მობილბანკის ტიტული უკვე დაიმსახურა. ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენს სწრაფვაზე ინოვაციურობისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისადმი. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, – განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელმა.
აღმოაჩინეთ განახლებული მობილბანკის შესაძლებლობები ამ ბმულით.
(R)