spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“საქართველოს ბანკმა” ინდმეწარმეებისთვის ერთიანი ციფრული სივრცე შექმნა

“საქართველოს ბანკი” აგრძელებს ინდმეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაზიარებას.

ამ მიზნით, შეიქმნა ერთიანი სივრცე ინდმეწარმეებისთვის, სადაც მცირე ბიზნესის მართვისა და განვითარებისთვის საჭირო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიიღებთ ინფორმაციას.

ვებგვერდზე ინდმეწარმეები შეიტყობენ, თუ როგორ გააცნონ საკუთარი საქმიანობა საქართველოს ბანკის  1.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს Ads მენეჯერის საშუალებით – უფასოდ შექმნან ქეშბექის, ფასდაკლების ან PLUS ქულების შეთავაზება, რომლის შესახებ ინფორმაცია შემდეგ საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე ვრცელდება.

ინდმეწარმეებს ამ სივრცეში ასევე აქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ მასტერკლასები და შეისწავლონ კონტენტის შექმნა, ციფრული მარკეტინგი, ეფექტური ტექსტის შედგენა და სხვა.

მათ, ვისაც არ აქვთ ბიზნესანგარიში, შეუძლიათ სასტარტო ბიზნესნაკრები პლატფორმაზე  გაიაქტიურონ და უფასოდ ისარგებლონ 6 თვის განმავლობაში. კომპანიის ბიზნესსაჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლებელია S, M ან L ბიზნესნაკრებების არჩევა. სივრცეში ასევე წარმოდგენილია ინდმეწარმეების საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები და ციფრული პროდუქტები.

“საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინდ. მეწარმეებს. გასულ წელს ჩვენ არაერთი ინიციატივა წამოვიწყეთ მათი გაძლიერებისა და წახალისებისთვის, მათ შორის საქართველოში პირველად წამოვიწყეთ გათამაშება ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და ასობით გამარჯვებული გამოვავლინეთ. ჩვენი მიზანია, ამ სეგმენტს გავუმარტივოთ  ყოველდღიურობა და ამისათვის ერთ სივრცეში გავაერთიანეთ ყველა საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური თუ საბანკო პროდუქტი, რომელიც მათ საქმიანობის უკეთესად წარმართვაში ეხმარება. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ ინდ. მეწარმეებს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინდმეწარმეების ერთიანი სივრცის სანახავად ესტუმრეთ ბმულს www.bankofgeorgia.ge

(R)

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები